1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს მაინც არ სჯერა კოვიდის არსებობის – მაია ბუწაშვილი

სამწუხაროდ, მზარდი ციფრების მოლოდინი ისევ არსებობს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა კოვიდინფიცირების მატებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მზარდი სტატისტიკის მოლოდინი არსებობდა, რადგან შეკავების ფაზის შემდეგ, როდესაც რეგულაციები სუსტდება, აღმავლობა მოსალოდნელია.

„ზაფხულში ცოტა ზედმეტი სიმშვიდე დაგვეუფლა, თითქოს ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კორონა ჩვენგან შორის იყო. ეს პარადოქსულია, გაოცებული ვუყურებ და ვკითხულობ სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დევს, ხალხს ვირუსის არსებობის არ სჯერა. ასეთ ადამიანებს ათასჯერ უნდა ვუთხრათ, რომ ნუ ეხუმრებიან ამ დაავადებას, როგორ შეიძლება დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ კორონა არ არსებობს. უკვე აღარ არსებობს ოჯახი, სამეზობლო ან მეგობარი, რომ კორონა არ ჰქონდეს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, ეს არის საოცრება”, – აღნიშნა ინფექციონისტმა „იმედის დილაში”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები