საზოგადოება
კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი, მე-7 პაციენტი გარდაიცვალა
2020-10-12 14:22:11
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, დღეს მე-7 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილი ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 92-ია. მონაცემები ცოტა ხნის წინ საიტზე Stopcov.ge განახლდა.
მე-7 გარდაცვლილი 55 წლის კაცია, რომელიც აჭარაში, ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში" მკურნალობდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. მას გულის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.
კომენტარები