საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
2020-10-05 10:30:19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 52 შეადგინა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8 696-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 4 619 პაციენტი.
კომენტარები