საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით დღეს უკვე მეორე პაციენტი გარდაიცვალა
2020-10-01 15:43:11
საქართველოში კორონავირუსით დღეს მე-2, 41-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 299 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 8 559 ტესტი გაკეთდა.
საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების 6 640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 419 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.
კომენტარები