1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ილია მეორე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებაზე: ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. პატრიარქის წერილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული ფართომასშტაბიანი დაპირისპირებას ეხება.

„დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახან დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები.

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთელ კავკასიას, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წერილში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები