1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Unicef-ის ანგარიშს მმართველი გუნდი ყურადღებას არც კი აქცევს- ქვეყანაში კი სიღატაკის საგანგაშო მაჩვენებელია - "ლელო"

10 სექტემბერს, "ლელოს" ლიდერმა მედეა მეტრეველმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ UNICEF- Unicef-ის ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. 

„ლელოს“ ლიდერებმა ბრიფინგზე საქართველოში ბავშვთა სიღარიბისა და მოსახლეობის სიღატაკის საგანგაშო მაჩვენებელი განიხილეს. 

სოციალურად მოწყვლად და დაუცველ ოჯახებთან მიმართებაში ხელისუფლების ნაბიჯები არაეფექტური აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა Unicef-ის ანგარიშმა. საქართველოში მოსახლეობის 22%, ხოლო ბავშვების 28% პროცენტი სიღარიბის ზღვარზეა. 

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, უმძიმესი  სოციალური მდგომარეობის  გათვალისწინებით, „ლელო“ სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მოქმედ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჯერ კიდევ 2018 წელს სრული ნდობა გამოუცხადა Unicef-ის კვლევას ბავშვთა სიღარიბის თაობაზე და იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა.

„წინა წელს Unicef-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ სერიოზული პოლიტიკური ძვრები გამოიწვია მმართველ ჯგუფში და  ამას მაშინდელი პრემიერ-მინისტრის შეიწირა. დღეს არსებული შედეგები არაფრით არ არის უკეთესი, თუ უარესი არა წინა მონაცემებზე. მმართველმა გუნდმა ისე „გაატარა“ ეს კვლევა, რომ საუბარიც არ ისურვეს, მედიაში არის საუბარი ამ სიის 5 წარმომადგენელზე და შეიძლება პრემიერის კანდიდატად ისევ გიორგი გახარია ვიხილოთ, რომელსაც არ აუღია პასუხისმგებლობა არც Unicef-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე და არც 20 ივნისის უმძიმეს ღამეზე, რომელიც მის ბიოგრაფიაშია ჩაწერილი. ამ დროს კი აქტიურად იყენებს კრიმინალურ ძალებს, რომ ოპოზიციურ პარტიებზე და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა მოახდინონ, ეს არის მიუღებელი,“- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე. 

„Unicef-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ბავშვთა სიღარიბის თაობაზე არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ვერდიქტი. მილიარდერი ივანიშვილის პარტიამ, რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში, გააღატაკა მოსახლეობა და შიმშილის პირას მიიყვანა ბავშვები,“- ასე გამოეხმაურა ბრიფინგის საშუალებით არსებულ ვითარებას „ლელოს“ ლიდერი მედეა მეტრეველი. 

„გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა და შედეგები არის „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის განაჩენი. საბოლოო განაჩენს კი საქართველოს მოსახლეობა ოქტომბრის ბოლოს, არჩევნების გზით გამოუტანს ხელისუფლებას. მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, საქართველოს მოსახლეობის 22% სიღარიბეში ცხოვრობს, ბავშვების 28% ასევე უკიდურეს მდგომარეობაშია. ქვეყანაში არის  შიმშილი, ამ შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ და ქვეყანას მისცეს განვითარების საშუალება. მათ უნდა დატოვონ დაკავებული სტრუქტურები, დემოკრატიული გზით ხალხს ჩააბარონ მმართველობა და აგონ პასუხი იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ხალხი ჩააგდეს 8 წლის განმავლობაში. რადგან მოსახლეობის გაღატაკება 2012 წლიდან შეგნებულად მიმდინარეობს,“-განაცხადა მედეა მეტრეველმა. 

„ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლანა გალდავას თქმით, Unicef-ის კვლევის შედეგების გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. 

„ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ამ ქვეყანაში ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ყველაფრის გარანტი იყო ბიძინა ივანიშვილი, დღეს მივმართავ მას, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილია ყოველი მეხუთე ბავშვის შიმშილის მიზეზი, ივანიშვილია საქართველოს მასშტაბით 500 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი. დროა, ის და მისი წარუმატებელი გუნდი მოშორდეს ხელისუფლებას, თუ ამას არ გაიზიარებენ, ოქტომბერში დემოკრატიულად შეიცვლებიან და მათ ჩაანაცვლებს „ლელო““- განაცხადა ლანა გალდავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები