1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩვენ ყველა მსგავს ფაქტს გავუკეთებთ პერსონალურ იდენტიფიკაციას და არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე

„ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “ქართული ოცნების“ ზონდერების მიერ ზუგდიდში „ლელოს“ ღონისძიების პროვოკაციულად ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა. 

მამუკა ხაზარაძემ ის პირები დაასახელა, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ იყვნენ დაქირავებული და პარტიის ღონისძიებაზე შემოჭრა სცადეს. „ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ასევე, ცნობილია სუს-ის იმ თანამშრომლების სია, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ „ლელოს“ წევრების შევიწროებას და რომლის სახელებსაც უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებენ. 

„გუშინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენის ღონისძიებაზე მოხდა პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილი იყო „ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერებისგან. ჩვენ მათი იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ეს ადამიანები ჩვენი გადასახადების ხარჯზე აწყობენ სხვა პარტიების, ამ შემთხვევაში „ლელოს“ პროვოკაციას. ესენი არიან სხადასხვა აიპ-ის თანამშრომლები: 

ქალბატონი მანანა მაქაცარია - ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან. 

რონალდ მაქაცარია - სპორტის აიპ-ის ხელმძღვანელი, ჯაბა შენგელია - კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ვახო ზარანდია - ოცნების აქტიური მხარდამჭერი და ასე შემდეგ. 

მე მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და კერძოდ მათ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მსგავსი მეთოდები იყო 90-იან წლებში და ამ მეთოდებმა საქართველო გახლიჩა. ჩვენ ყველა ასეთ ფაქტს გავუკეთებთ პერსონალურ იდენტიფიკაციას და არცერთ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, მმართველი პარტია მოსახლეობის მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხებს საარჩევნო კამპანიების ჩასაშლელად იყენებს. 

„პირადად მე ბოლო 30 წელია ყველაზე მსხვილი შემავსებელი ვარ ბიუჯეტის, ეს თანხა კი იხარჯება იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენოს საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად. ასევე, გუშინ ღამით სამტრედიაში ჩვენი შტაბის უფროსის მანქანა დაამტვრიეს. ეს ფაქტები გრძელდება. სუს-ის თანამშრომლებიც იდენტიფიცირებული გვყავს და წარმოვადგენთ მათ სიას, ვინც დასდევს ჩვენი პარტიის თანამშრომლებს და არბევს. ეს არის გუშინდელი საქართველო და ასეთი ადამიანები და ქმედება არავის არ სჭირდება, ქვეყნის სათავეში მდგომი ასეთი ადამიანებისგან საქართველოს გავწმენდთ,“-აცხადებს ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „ლელოს“ მიერ ადგილობრივებთან გამართულ ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარეს - მამუკა ხაზარაძეს ადგილობრივი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დალი ლატარია, ვახტანგ ზარანდია და სხვადასხვა აიპ-ის თანამშრომლები, მათ შორის ზუგდიდის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის უფროსი მადონა მაქაცარია პროვოკაციის შემცველი კითხვებით დახვდნენ. ზემოაღნიშნული პირები ცდილობდნენ, ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაეშალათ „ლელოს“ ღონისძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები