1 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აუდიტორიებში სტუდენტების დასაშვები რაოდენობა და სალექციო საათები გადაიხედება

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ კვების ობიექტებში, ერთ მაგიდაზე დასაშვებ წევრთა რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. კერძოდ, უნივერსიტეტებში განთავსებულ კაფეტერიებში ერთ მაგიდაზე მხოლოდ 6 პირი განთავსდება.

პროტოკოლში, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავდა, აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტებში თერმოსკრინინგი და პირბადის ტარება ყველასთვის აუცილებელ პირობად რჩება.

როგორც „ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, პროტოკოლის მიხედვით, უნივერსიტეტებში საიზოლაციო ოთახი მოეწყობა, სადაც ნებისმიერ პირს განათავსებენ, ვისაც რაიმე სახის სიმპტომი გამოუვლინდება.

ამასთან, დარეგულირდება სტუდენტების დასაშვები რაოდენობაც და სალექციო საათები.

„უნივერსიტეტებში თერმოსკრინინგი აუცილებელ პირობად რჩება. ასევე სავალდებულოა პირბადეების ტარება, დეზინფექციასთან დაკავშირებული პროტოკოლის შესრულება, რაც ასევე მერხების ხშირ დეზინფექციას მოიცავს.

რაც შეეხება აუდიტორიაში სტუდენტების განთავსებას, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტებმა თვითონ უნდა შეადგინონ იმგვარი გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ბევრი სტუდენტი ერთ სივრცეში არ განთავსდება.

თუმცა, თუ აუდიტორიებში არის საშუალება დაცული იყოს 1 მეტრი დისტანცია, ამ შემთხვევაში მკვეთრად გამოხატული რეკომენდაცია უნივერსიტეტისთვის არ გვიწერია.

სალექციო საათების დარეგულირებაც თვითონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, ჩვენ ვსაუბრობდით უნივერსიტეტებზე, სადაც ერთი ჯგუფის წევრები ხვდებიან ერთად, ხოლო რაც შეეხება კაფეს და რესტორნებს, აქ შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული, უცნობი ადამიანები კონცენტრირდნენ ერთ სივრცეში, ამიტომ აქ ლიმიტები დადგენილია როგორც კვადრატულობაზე, თუ რამდენ კვადრატულ მეტრზე რამდენი ადამიანი დაიშვება, ასევე ერთ მაგიდასთან დასაშვებ პირთა ლიმიტიც დაწესდა. ამგვარად, დახურულ სივრცეში 6 ადამიანი განთავსდება ერთ მაგიდასთან, ღია სივრცეში განხორციელებული სოციალური ღონისძიება იქნება, თუ ნებისმიერი კვების ობიექტი, ერთ მაგიდასთან 12 ადამიანის განთავსება დასაშვები იქნება.

ყველგან, მათ შორის, უნივერსიტეტებშიც მოთხოვნილია საიზოლაციო ოთახის გამოყოფაც, სადაც შესაბამისი მედპერსონალის ჩარევამდე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დროებით განათავსებენ სტუდენტს თუ ნებისმიერ პირს“,- განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვას, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები