1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბათუმის იუსტიციის სახლისა და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდა

 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 104 პაციენტი მკურნალობს. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი აცხადებს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ინფორმაციით, ორი ინფიცირებულის წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

 ასევე კორონავირუსი ბათუმის იუსტიციის სახლის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

 "გასული 24 საათის განმავლობაში 21 ახალი შემთხვევაა, 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის თანამშრომელია, 1 იუსტიციის სახლის თანამშრომელი, ორი წყარო კი უცნობია, დანარჩენი ინფიცირებულები უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს წარმოადგენენ, ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და იქ არის გამოვლენილი. გასული 24 საათის განმავლობაში ხოფას ბაზრობას 3 ახალი შემთხვევა უკავშირდება. ბაზრობა დახურული იქნება, ვიდრე ტესტირება არ დასრულდება. იქ ეპიდემიოლოგები იმყოფებიან. მოსახლეობამ ბაზრობის მიმდებარედ პოლიკლინიკებს მიმართეს. ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი, მთლიანად შენობის დეზინფექცია მოხდა და იგეგმება თანამშრომლების ტესტირება. ვისაც ნაკლები შემხებლობა ჰქონდა ამ პირთან ისინი გააგრძელებენ მუშაობას. „დონას“ შემთხვევები კი უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს, რომლის ძმაც არის ინფიცირებული, მას არანაირი შეხება არ ჰქონია მინისტრთანმინისტრის ძმა თავდაპირველად კვლევაში იყო და უარყოფითი დაფიქსირდა და განმეორებით კი დაუდასტურდა. ინფიცირებულ პედაგოგთან დაკავშირებით კი, სწავლის პროცესი არ არის დაწყებული, თუმცა მას კოლეგებთან შეხება ჰქონდა და ტესტირება მოხდა თანამშრომლების. გუშინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა ინფიცირებულ ქალს - დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა შავიშვილმა. მისივე თქმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 104 პაციენტია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...