1 4 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“SOS! ბოდიშს გიხდით, ვინც იზიარებდით ჩემ მხარდაჭერას ოცნების მიმართ! ეს მტრობაა!”

ყოფილი დეპუტატი და “ოცნების” როგორც ჩანს, უკვე ყოფილი მხარდამჭერი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში წერს:

“SOS!!! SOS!!! SOS!!!” 

ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში ირაკლი პეტრიაშვილია!!!… 

ეს გახლავთ “იმედის” მიერ გაკეთებული მამხილებელი გადაცემა! 

დიახ, “ქართული ოცნების” სიაში გირგვლიანის მკვლელების მფარველია! 

დიახ, ის კაცია, რომელმაც კობა კობალაძის მამა გაუშვა სამსახურიდან და გირგვლიანის მკვლელის – ალანიას მამა დანიშნა მის ადგილას! 

მაპატიეთ ყველამ!!! ბოდიშს გიხდით იმ ადამიანებს, ვინც მენდობოდით და იზიარებდით ჩემს მხარდაჭერას ოცნების მიმართ!!! მაპატიეთ!!!…. ეს უკვე არც კოჰაბიტაციაა და არც პორტირება! 

ეს მტრობაა!!! ჩემი და თქვენი სამშომბლოს მტრობა! ეს არის ყველა 2012-იანელისთვის სულში ჩაფურთხება!””

კომენტარები

მსგავსი სიახლეები