1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სასწავლო წელი 23-ე სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით იწყება” – სკოლის განცხადება

ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა ლისის ტბაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ 12 წლის მოზარდთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„რამდენიმე დღეც და სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით…

რამდენიმე დღეა ვცდილობთ რაღაც ფორმით გამოვხატოთ დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი, თუმცა გვიჭირს ძალიან… ალბათ ყველა სიტყვა ფუჭია…

რამდენიმე დღე N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები მივდიოდით ერთ ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ოჯახში… და ვემშვიდობებოდით ჩვენს მზე – ბიჭს, – მათე გოგიას, მხიარულ და საყვარელ ბიჭს.

ის გაუგებრობის და დაუდევრობის მსხვერპლია. შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული.

არ არსებობს დასამშვიდებელი სიტყვები, რომელიც შეიძლება ვუთხრათ შოთიკოს და სალომეს, მათეს მშობლებს, არც ერთს ფასი არ ექნება … უბრალოდ ძალიან გთხოვთ – გაუძელით!

ჩვენ – მასწავლებლები, მათესა და ლუკას თანაკლასელები თუ მეგობრები, მშობლები, ყველანი ვართ თქვენს გვერდით, ლუკას გვერდით…

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას…. და გაიზიარეთ ჩვენი – სკოლის მწუხარება : მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან!
წავიდა მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი… დედისა და მამის გულის ნაწილი, ლუკას დიდი ტკივილი…..
ძალიან მწარე ხარ, შვილო….“, – ნათქვამია სკოლის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა და იგი გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები