1 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მომავალი თაობის წინაშე დანაშაული - ისანში დასახლებულ პუნქტში ცემენტის ქარხნის გამო გამოუვალი მდგომარეობაა - ლანა გალდავა

“ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ ისნის რაიონში საცხოვრებელ კომპლექს "დირსის” მიმდებარედ ბრიფინგი გამართა და საცხოვრებელ ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტა. 

ლანა გალდავას თქმით, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, ტერიტორიაზე სკოლა და  საბავშვო ბაღი მდებარეობს. ჰაერის დაბინძურების დონე კი საკმაოდ მაღალია. გალდავა მოუწოდებს მერიას და მის დაქვემდებარებულ, ბაღების მართვის სააგენტოს, შეისწავლონ, ქარხნის ფუნქციონირება ექვემდებარება თუ არა კანონს. 

„ისანში "დირსის" საცხოვრებელი კორპუსების ახლოს მუშაობს ცემენტის ქარხანა. არის აღმაშფოთებელი მდგომარეობა გარდა იმისა, რომ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. აქვეა სკოლა და ორი ბაღი. ამ ქარხნისგან მოვითხოვთ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა წარმოგვიდგინონ, პასუხს მოვითხოვთ მერიისგან და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებიდან, შემოწმებულია თუ არა ეს ადგილი, რომელიც მთლიანად ცემენტის მტვერშია, კანცეროგენული ნივთიერებებითაა ჰაერი სავსე, მოსახლეობას კი ამ ყველაფრის გამო ონკოლოგიური ფონი აქვს მომატებული. მოვითხოვთ გარემოს დაცვის სამინისტროსგან, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ამ ქარხანამ გაიარა. ასევე მიაქციოს ყურადღება ბაღების მართვის სააგენტომ, თუ სად უწევთ ბავშვებს სწავლა,”- განაცხადა გალდავამ. 

„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით,  ეს ტერიტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება დემოგრაფიაზე არ ზრუნავს. 

„მათი შვილები ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში დადიან და ჩვენი შვილები კი ასეთ ადგილებში, სადაც ცემენტითაა ჰაერი გაჯერებული. ამ ხელისუფლებას ახალი თაობა არ აინტერესებს. ამიტომ ოქტომბერში დასრულდება ეს მავნებლური პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გენოფონდის განადგურებისკენაა მიმართული,“-აცხადებს ლანა გალდავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები