1 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლანა გალდავა ხელისუფლებას - მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ სასწრაფოდ აამოქმედეთ ყველა საერთაშორისო მექანიზმი

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხიდან მავთულხლართების გავლების მორიგ ფაქტს ეხმიანება. ლანა გალდავა მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მოუწოდებს სასწრაფოდ აამოქმედოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი. 

"ოკუპანტები სოფელ ყარაფილასთან, საოკუპაციო ხაზებთან ახლოს, კვლავ ხნულებს ავლებენ. ძალიან ახლოს ბაქო-სუფსის ნავთობსადენია. მოქმედი ხელისუფლება ამაყობს, რომ მათი მმართველობის პერიოდში ომი არ ყოფილა. ჩვენ ყოველდღიურ ომში, ყოველდღიურ მცოცავ ოკუპაციაში, ჰიბრიდულ საფრთხეებში და ნაბიჯ-ნაბიჯ დატაცებულ სამშობლოში ვცხოვრობთ, რომელსაც მეხუთე კოლონა მართავს.

მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფოდ აამოქმედეთ ყველა საერთაშორისო მექანიზმი, უსწრაფესად ჩააყენეთ საქმის კურსში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია! გამოდით კაბინეტებიდან და გადით საოკუპაციო ხაზებთან.

ეს თქვენი მოვალეობაა, რასაც ვერ ასრულებთ და ამიტომაც ძალიან მალე დაასრულებთ თქვენს უვიც და მაამებლურ მმართველობას!" - განაცხადა ლანა გალდავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები