1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ცესკოს მიერ პროტოკოლის მიღებას, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესებს ადგენს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ პროტოკოლის მიღებას, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესებს ადგენს.

როგორც  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც საარჩევნო კომისიებში შესვლა-გასვლისას და გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დადგინდა, დროულია.

„შესაბამისი პროტოკოლის შემუშავებას და გამოქვეყნებას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ დიდი ხანია ითხოვს და ელოდება. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზეც განვაცხადეთ. ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით რეგულირდება ყველა ის საკითხი რაზეც ჩვენ ბრიფინგზე ვისაუბრეთ.“- განაცხადა ფარულავამ.

მისივე თქმით, ცესკოს ახალი დადგენილების მოთხოვნები არის გონივრული და ხელს შეუწყობს საარჩევნო სუბიექტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან  განსაზღვრული წესები. 

„ასევე მნიშვნელოვანია დაიწყოს მუშაობა უშუალოდ კენჭისყრის დღის პროტოკოლის შემუშავებაზე, ვინაიდან მიღებული დადგენილება არჩევნების დღეზე არ ვრცელდება.“- აღნიშნა ფარულავამ.

ცესკოსგან პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების პროტოკოლის დროული გამოქვეყნება „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა გუშინ გამართულ ბრიფინგზე მოითხოვა. გუშინდელით თარიღდება დადგენილება  N24/2020, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო და  საარჩევნო კომისიების კუთვნილი ან/და საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებს ადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...