1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა - დაღუპულია ქალი

წალენჯიხის სოფელ საჩინოში უბედურ შემთხვას შუა ხნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა ანზორ შეროზიამ განაცხადა, თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

„თხილით იყო ტრაქტორი დატვირთული. ფერდობზე ადიოდა, რა დროსაც საბურავი მოძვრა და გადაყირავდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულებიც არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა ერთმანეთის მეზობელია“, - აცხადებს ანზორ შეროზია.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს მის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები