1 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავარიის დეტალები, რომელსაც 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - პატრული შოკურ მდგომარეობაშია..

ლისის ტბასთან, ავარიაში გარდაცვლილი ბავშვი გზაზე მარტო გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა შეჯახება – ამბობს დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი. შემთხვევის ადგილას მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ბავშვი გზას მარტო კვეთდა.

გიორგი ყავლაშვილის ინფორმაციით, მომხდარის გამო, დაკავებული პატრულ-ინსპექტორი შოკურ მდგომარეობაშია და დეტალებს ვერ იხსენებს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ მან ბავშვი შეჯახებამდე ვერ დაინახა. ადვოკატის თქმით, პოლიციელი გამოძახებაზე არ მიდიოდა.

ჯერჯერობით, უცნობია ის გადაჭარბებული სისწრაფით მიდიოდა თუ არა, რადგან ადვოკატის განმარტებით, მას დაკავებულთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.

იხილეთ: სრულად პრაიმტაიმი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები