1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ბაჩალიაშვილის მანქანაზე, ბუქსირის გამოყენება ვერ დადასტურდა, გარკვეული პერიოდი არის გასული და ზუსტი პასუხი ექსპერტიზამ ვერ გაგვცა"

ბუქსირის გამოყენება ვერ დადასტურდა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული პერიოდი არის გასული და ზუსტი პასუხი ექსპერტიზამ ვერ გაგვცა - ამის შესახებ განცხადება, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა რუსთავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ამ ავტომობილს არ ჰქონდა კომპიუტერული მახსოვრობა და ისეთი რანგის კომპიუტერი, რომ ინფორმაცია ბოლომდე მიგვეღო. იყო ერთი საინტერესო რამ, ამ სიცხეში, ივლისის თვეში, გადაადგილებისას კონდიციონერი იყო გამორთული, დაკეტილი იყო ოთხივე ფანჯარა. ეს უფრო მეტ ეჭვს ბადებს, რომ ეს ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, ეს იყო გაჩერებული ავტომობილი, გამორთული იყო ყველაფერი და ფანჯრებიც იყო დაკეტილი.

გარდა ამისა, აღმოვაჩინეთ, რომ გვერდითა მჯდომი მგზავრის მხარე გარეთა მხრიდან იყო დაზიანებული, რომელზეც მამამ თქვა, რომ ეს გამორიცხული იყო და წინა დღეებშიც არ ყოფილა დაზიანებული​.​ ბუქსირის გამოყენება ვერ დადასტურდა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული პერიოდი არის გასული და ზუსტი პასუხი ექსპერტიზამ ვერ გაგვცა. ავტომობილის გასაღებზე მეხსიერების ბარათი არ არის, რამაც მამის მხრიდან აღშფოთება გამოიწვია იმიტომ, რომ წინა დღეზეც ჰქონდა გასაღებზე მეხსიერების ბარათი. უკანა მხარეს აღმოვაჩინეთ თმა, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, ეს თმა ამოვიღეთ და დაილუქა. ამ ავტომობილს არ გააჩნია იმის მონაცემები, რომ დადგინდეს რამდენი ხანი იდგა. ზეთი ავტომობილში იყო ახალი გამოცვლილი, მაგრამ ბოლოს როდის იყო დაქოქილი, ეს მონაცემები არ აღირიცხება,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები