1 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მე არავინ დამვიწყებია, უბრალოდ ვაკვირდები ვის ვახსოვარ“ – ნახეთ, რას წერდა ხაშურში ჭაში დამხრჩვალი ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი

„მე არავინ დამვიწყებია, უბრალოდ ვაკვირდები ვის ვახსოვარ“ – ეს ხაშურში, ჭაში დამხრჩვალი ერთ-ერთი მამაკაცის უკანასკნელი პოსტია.

ხვიჩა ხითარიშვილი ძმასთან ერთად დღეს ხა­შუ­რის მუნიციპალიტეტში, სო­ფელ ალი­ში ტრაგიკულად გარდაიცვალა.

ისი­ნი წლე­ბია ჭე­ბის გა­თხრა­სა და და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. ამ­ჯე­რად, ჭის და­სუფ­თა­ვე­ბა სურ­დათ და რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად ჭაში სა­მუ­შა­ოდ უმ­ცრო­სი ძმა ჩა­ვი­და. ჩა­იხ­სნა თოკი და და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ცოტა ხან­ში დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, საშ­ვე­ლად სას­წრა­ფოდ ჭაში მისი უფ­რო­სი ძმა ჩა­ვი­და, რო­გორც ფაქ­ტის თვი­თხილ­ვე­ლი ამ­ბობს, იგი შე­ე­ცა­და ძმა იქი­დან ამო­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ისიც ცუ­დად გახ­და და ორი­ვე ჭაში ჩა­ვარ­და.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები