1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"სამოქალაქო პლატფორმა 20/20" ოპოზიციას მოუწოდებს აიღოს ინიციატივა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხივოს „პატრიოტთა ალიანსის“ აკრძალვა

საქართველოს პარლამენტის 30 დეპუტატს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ აკრძალვა, - ამის შესახებ "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, იგივე უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა და საქართველოს მთავრობამ.

„ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი პოლიტიკური ინსტიტუციები პოლიტიკურ ნებას არ გამოხატავენ, საფრთხის პრევენციისთვის ინიციატივა უნდა აიღოს ოპოზიციამ. პარლამენტში საკმარისად არის წარმოდგენილი დასავლური ღირებულებების მქონე წევრები, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.“ - განაცხადა ფარულავამ.

მისივე შეფასებით, ეს საკითხი არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, რადგან ეხება ქვეყნის კონსტიტუციურ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.

ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გადაცემაში, 26 აგვისტოს, გასული სიუჟეტი შეიცავს ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოების ნიშნებს და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოძიების საფუძველს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...