1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად არ წამოვიდა, თურმე სიბნელის ეშინია…სავარაუდოდ, იცის ვინ გაიტყუა თამარი – ბაჩალიაშვილის დედა დეა კაპანაძეზე

ცოტა ხნის წინ, თეონა თამაზაშვილმა პროკურატურის შენობა დატოვა, სადაც, მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის ახალ ჩვენებას გაეცნო.

როგორც თამაზაშვილი აცხადებს, დეა კაპანაძეს ახალი ჩვენება მისი წინა ჩვენებისგან განსხვავებულია.

ამასთან, გარდაცვლილი პროგრამისთის დედა ეჭვობს, რომ დეა კაპანაძე გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, რაზეც არ საუბრობს. სავარაუდოდ, იცის ვინ გაიტყუა თამარი თეთრიწყაროს მიმართულებით.

დეასთან დაკავშირებით ეჭვი მაქვს, რომ იცის თამუნას გამტყუებლის ვინაობა და არ ასახელებს. მე მოვითხოვე მისი ხელახლა დაკითხვა და ამის გამო დედამისს ერთი ამბავი აუტეხავს, არ დაგვანებებს თავსო? საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო ეს დღეები, საერთოდ არ მოვიდა, არ დამიდგა გვერდში. ამან გამოიწვია ეჭვები. არაა გამორიცხული ზეწოლა და არაა გამორიცხული შიში. ჩვენება განსხვავებულია და იმას ასაბუთებს, რომ მაშინ ზეწოლის ქვეშ ვიყავი ჟურნალისტების. ამას აბრალებს თავის გარკვეულ ჩვენებებს. ეს დეას მეხუთე ჩვენებაა და არის განსხვავებული“,-განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები