მსოფლიო
„ჩემს ადგილზე ყოფნას, მათ ადგილზე ყოფნა ჯობია" - რას ამბობს „treveler.ge"ს ხელმძღვანელი
2020-08-24 22:59:21
ტურისტული კომპანია treveler.ge-ს ხელმძღვანელი შალვა ბოლოთაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედის ეხმაურება.
როგორც ის წერს, უმძიმეს ავარიაში საუკეთესო მეგობრები დაკარგა და ამით "მისი სიცოცხლეც დამთავრდა".
"გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო.
ვეღარასოდეს ვნახავ ჩემ უსაყვარლეს ნუცის და ხატიას, 17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა. ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც" - წერს ბოლოთაშვილი.
კომენტარები