1 6 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამწუხაროდ, გახარიას არ აქვს გამბედაობა თქვას თუ რა როლი ითამაშა წერილთან დაკავშირებით.

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე  პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ჯაფარიძე პროკურატურას არაკომპეტენტურობასა და გიორგი გახარიას „გათეთრების უბადრუკ მცდელობაში” ადანაშაულებს.

სამწუხაროდ, დღევანდელი პროკურატურისაგან, გარდა არაკომპეტენტური განცხადებებისა, არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ. გიორგი გახარიას თუ აქვს გამბედაობა, ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თქვას, რა როლი ითამაშა ამ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ თქვა სრული სიმართლე. ამას ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით და  ჩვენ ვადასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიას გავლით.  დაქტილოსკოპიური ბაზა ინახება საქართველოში და კომპეტენტური პროკურატურის არსებობის შემთხვევაში ყველაფრის დადგენა მარტივად არის შესაძლებელი. 

ჩვენ გვყავს მიკერძოებული პროკურატურა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის განცხადების სახით, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.  დღევანდელი პროკურატურის პირობებში, პროკურატურისგან გახარიას გათეთრების გარდა, სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ხელისუფლება შესაცვლელია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყნის სამსახურში მყოფი პასუხისმგებლიანი, მცოდნე და კომპეტენტური ახალი თანემდეროვე უწყება,”-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა.

მოგვიანებით ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. მისი ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთ-ერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით, საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები