1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ყოფილი სპეცრაზმელის პრაქტიკული რჩევები მომიტინგეებს - ეს უნდა ვიცოდეთ

 ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის ყოფილი ჯარისკაცი ილია იაშინი პირადი გამოცდილების საფუძველზე მომიტინგეებს გამოცდილებას უზიარებს და პრაქტიკულ რჩევებს აძლევს. აღსანიშნავია, რომ ბულეტებად დაყოფილი ეს რეკომენდაციები საინტერესო წასაკითხია არა მხოლოდ ბელორუსიელებისთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის.

1. ორი საათის განმავლობაში სირბილი უფრო რთულია, ვიდრე ნელი სვლით სიარული და ბრბოს ადგილიდან დაძვრა (ჩვენ ამისთვის კარგად გვამზადებენ). მაშასადამე, არ იბრძოლოთ ღიად, დაფარულად გადაადგილდით ერთი ადგილიდან მეორე ლოკაციამდე.

2. ჩვენ მივდიოდით (საპროტესტო ადგილებამდე) გაცილებით უფრო ადრე და მის დასრულებამდე ვტოვებდი ადგილს. დღეში 4 საათი გვქონდა გათვალისწინებული ძილისთვის. მართალია, ეს რთულია და ცოტა არარეალურია, რადგან ერთი კვირა მაინც უნდა გაუძლო, სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, თუ არ ვაპირებდით წასვლას, მაინც ვამბობდით ამას, ეს ერთგვარად აწყნარებდა იქ მყოფებს.

3. განასხვავებენ სპეცრაზმს, შინაგან ჯარს, პოლიციას და სამხედროებს. ყველა მათგანს აქვს სხვადასხვა უნარი და მომზადებულიც სხვადასხვაგვარად არიან. ეს უნდა იცოდეთ, რადგან ისინი წარმოადგენენ საშიშროების განსხვავებულ ხარისხს მომიტინგეებისთვის

4. თუ ხედავთ, თუ როგორ სცემს ხუთი ადამიანი ერთს - იცოდეთ, რომ ეს, სავარაუდოდ, სპეცრაზმია. ის ყველაზე საშიშია, რადგან ათწლეულების განმავლობაში მათ არ გააჩნდათ შეზღუდვა ძალის გამოყენებისა და სისასტიკის შესახებ. ეს ფსიქოლოგიურ ანაბეჭდს ტოვებს, ადამიანები ცხოველები ხდებიან. ბელორუსში მხოლოდ 1,500 სპეცრაზმელია.

5. შინაგანი ჯარების ხშირად გმობს ძალადობას სპეცდანიშნულების პოლიციის მიერ. მათ არ აქვთ სისასტიკის ასეთი უფლება და არც ისე მიდრეკილნი არიან ამის მიმართ, მაგრამ მაინც კარგად არიან მომზადებული ხალხის წინააღმდეგ. პოლიცია კი არის მშიშარა და ადვილად იფანტება.

6. სამხედროები ყველაზე უწყონარი ხალხია (თუ არ დაიწყეს სროლა). მათ არ აქვთ შესაბამისი მომზადება იმისთვის, რომ ხალხის წინააღმდეგ წავიდნენ და ამიტომაც, იყენებენ დაშინებას.

7. მთავარი ადგილები, სადაც ადგილი ჰქონდა პროტესტს, კარგად არის ცნობილი ოფიცრებისთვის. მათ არაერთხელ აქვთ დამუშავებული ეს სცენარი. ახალ ადგილებში კი კოორდინაცია უჭირთ.

8. თქვენ გექნებათ 15 დღე გასვლისთვის. და თუ ფიცის ქვეშ მყოფი ადამიანი გადმოვიდა თქვენს მხარეს, მაშინ მას აუცილებლად ციხე დაემუქრება. ამიტომ ოფიცრებმა უნდა იგრძნონ ძალა მომიტინგეების მიღმა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიქტატორის დამხობა. მერწმუნეთ, ისინი თითქმის ყველა გელოდებათ, რომ ბევრნი გახდებით და არ დანებდებით. შემდეგ დაიწყებენ მასიურად მოძრაობას.

9. გადაიღეთ ყველა სისასტიკე, დააფიქსირეთ ისინი, რადგან შემდეგ, ამ ხალხს დასჭირდებათ დახმარება იმისთვის, რომ სასამართლოს დაუმტკიცონ როგორ გამოიყენა სპეცრაზმა უფლებამოსილება. თქვენ არ იცით, რამდენად შეშინებულები არიან ისინი ამ ფარების ქვეშ! იყვირეთ, რომ მათ სასტიკად დასჯიან. ეს კარგად Მუშაობს. მათ ესმით ძალადობრივი ენა და არა ეთიკა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი პროფესია ძალადობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...