მსოფლიო
ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე, პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო
2020-08-13 16:29:37
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება:
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.
კომენტარები