1 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„მიხეილ სააკაშვილის ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ!..“ – პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუკის პირად გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმიანება. სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ცუდად გამოიყურება და მისთვის დახმარებაზე უარის თქმა, იმ არგუმენტით, რომ სააკაშვილი თავისი მმართველობის დროს ბევრ ადამიანს ცუდად ექცეოდა, არასწორია, რადგან ასეთი პასუხი იმ მოძალადედ გვაქცევს, რომლებსაც ვებრძოდით. “ვნახე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო. ვნახე და ძალიან მეტკინა. ისე, რაც ხდება, ყველა მოვლენას თავის ახსნა აქვს… არაფერი თავისით, შემთხვევით არ ხდება. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი გამწარდა, ბევრი გახდა უსამართლობის მსხვერპლი… ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ… ჩვენ ამას ვგმობდით, ჩვენ ამის გამო უარი ვთქვით მასზე და ასე სამწუხაროდ დასრულდა მისი ეპოპეაც, მაგრამ რაც მასთან მიმართებაში დავიწუნეთ, რა ბოროტებას, ძალადობას და აგრესიას გავემიჯნეთ, სინამდვილეში გაორმაგებულად ჩვენში აღმოჩნდა. სინამდვილეში უარესი ვყოფილვართ და ბევრს მისგან განსხვავებით ძალა-უფლება არ გააჩნია, თორემ ახლა უკვე მართლა მჯერა, რომ უარესს ჩაიდენდა… განსაკუთრებით შემზარავია იმ ადამიანების ყურება, ვისაც ფოტოები ხატების ფონზე აქვს გადაღებული, ვინც უცხიმო მარხვას იცავს და მეტანიებით მუხლებს იტყავებს… სინამდვილეში ყველაზე სასტიკი და დაუნდობლები, ასეთი ფარისევლები აღმოჩნდნენ… როდის მერე გახდა შურისძიება ქრისტიანული სათნოება?! როდის მერე აკურთხეს "სამარხვო კერძებად” ცინიზმი და სარკაზმი?! აი, სწორედ ამიტომ ღმერთს არ ესმის ასეთი ლოცვები, სინამდვილეში ბოდვები… ჯვარცმული ქრისტე საკუთარ თავზე მეტად მათზე წუხდა, ვისაც სხვისი ჯვარცმა შეეძლო… მიხეილ სააკაშვილი ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ!..” , – წერს პეტრე კოლხია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:26

    აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი! - გიორგი გახელ...

    აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი! - წერს გიორგი გახელაძის მეუღლე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ოჯახი 57 წლის პროფესორ გიროგი გახელაძეს 19 ივნისის შემდეგ ეძებდნენ. ის სახლიდან გავიდა და მას შემდე...

  • 18:28

    ,,Ჩემი ანდრიას და ნიკოლოზის მეგობარი მოგვიკლეს ქუ...

    Უმძიმესი დღე დაგვიდგააა. Უმძიმესი კვირა გავიარეთ. Ჩემი ანდრიას და ნიკოლოზის მეგობარი  მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმაა.ცემით მოკლეს!!!    ჩვენ უბნის მაყურᲔბლები ვართო უთხრეს ნაძირლებმა. &nb...

  • 16:06

    8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაცია - სეს-მ...

    სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში "გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.&nbs...

  • 09:43

    "ვინმეს მაინც კიდევ სჯერა ჩვენი მმართველი პარტიის ...

    "უცხოური ხალხის მიერ აღზრდილი ელიტა." "აგენტების მიერ დანიშნული ხელისუფლება" "გლობალური ომის პარტია" ნატოს და უკრაინის დაუფარავი კრიტიკა, "ღამურები"... მგონი კითხვები აღარ უნდა დაგვრჩეს რა კურსი უჭირ...

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...