1 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები. ეს კატეგორიებია:

  • ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
  • დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
  • მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი)
  • სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები. ასევე, რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისთვის, საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები - ფორმა 100/ფორმა 50) ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected]

    ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე - [email protected]მიიღება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები (ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

    ყველა სხვა ზემოხსენებული სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად.

    „მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 10ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. 

    მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილება, რაც გულისხმობს სასკოლო ასაკის ზღვარის გადაწევას 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, საჯარო ბაღებსაც შეეხო. შესაბამისად, აღსაზრდელის რეგისტრაციისთვის აუცილებელია, ბავშვი პირველ ოქტომბრამდე იყოს ორი წლის. 

    რეგისტრაციის დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე, ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ, 13 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის შესახებ. 

    ამასთან, თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით კვლავ ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები

    • 14:55

      მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობა შესაძლოა საავტ...

      "შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთ...

    • 12:13

      კვარიათში, ზღვაში ორ ადამიანს ეძებენ...

      კვარიათში, ზღვაში მაშველები ორ ადამიანს უკვე მეორე დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ადგილზე მონიტორინგი მიმდინარეობდა და მაშველებმა სამძებრო სამუ...

    • 12:09

      მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედები...

      თბილისის მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას გეგმავს. კახა კალაძის თქმით, მოამზადეს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება. “შევისწა...

    • 12:56

      პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, მამარდაშვილი დოპინგ ...

      მას შემდეგ რაც, საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მოხვდა, ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დოპინგ ტესტზე შეამოწმეს. “აღვნიშნავთ, დოპინგ რუმში”- წერ...

    • 12:48

      ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალო...

      ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა. მადლობა მთელ გუნდს, სტაფს და ყველა ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალური გახადა. საქართველო, წინ! წერს ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველა...

    • 10:00

      ,,მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, შევეცადეთ გა...

      მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით. ამან საქართველოს თავდაჯერება შემატა და მათი გამარჯვება დამსახურებული იყო. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, დაცვაზეც...

    • 16:26

      აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი! - გიორგი გახელ...

      აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი! - წერს გიორგი გახელაძის მეუღლე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ოჯახი 57 წლის პროფესორ გიროგი გახელაძეს 19 ივნისის შემდეგ ეძებდნენ. ის სახლიდან გავიდა და მას შემდე...