საზოგადოება
6 თვეში, "ოცნების" დეპუტატებმა მივლინებებში 283 000 ლარი დახარჯეს
2021-08-04 13:52:08
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2021 წელს, მხოლოდ 6 თვეში "ქართული ოცნების" დეპუტატების ვიზიტებზე დახარჯულმა თანხებმა დასავლეთის ქვეყნებში 283 000 ლარი შეადგინა
მათი ინფორმაციით, სამივლინებო ხარჯებმა ჯამში 313,000 ლარი შეადგინა, რომლის 91% ქართული ოცნების დეპუტატებზე დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის, კახა კუჭავას და მაკა ბოჭორიშვილის მივლინებებმა ჯამში 119,606 ლარი შეადგინა.
კომენტარები