1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თელ-ავივი-თბილისის რეისით საქართველოში 166 მგზავრი ჩამოფრინდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავით თელ ავივ-თბილისის რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 166 მგზავრი ჩამოფრინდა.

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, რეისი დროულად შესრულდა და მგზავრების უსაფრთხოება იყო უზრუნველყოფილი.

„ჯორჯიან ეარვეისი“ კვირაში ხუთჯერ დაფრინავს ისრაელში. დღევანდელი რეისი იყო დაგეგმილი. განხორციელდება წუთი წუთში. ჩამოფრინდა ზუსტად 01:00 საათზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მაღალპროფესიონალ მფრინავებს, ხომალდის მეთაურებს და ტექნიკურ სამსახურს, რადგან კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ამოცანა შევასრულოთ წარმატებით. გუშინ იყო ფრენების საშიშროება, ბენგურიონის აეროპორტი დაიკეტა და არ ვიცოდით, დღეს შევძლებდით თუ არა ფრენის განხორციელებას, მაგრამ ყველას სასიხარულოდ, გაიხსნა აეროპორტი და აღდგა ფრენები. ისრაელში ჩვენმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ ფრენა არის უსაფრთხო. ჩვენ მიერ უსაფრთხოების ყველა ზომა შემოწმდა და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ჩვენს მგზავრებს და ხომალდს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, განხორციელდა წარმატებით რეისი.

ჩამოვიდა ბორტის ხელმძღვანელი, მგზავრები, ყველანი კმაყოფილები არიან და ყველაფერი დროზე და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდა. აქედან გაფრინდა დღეს 17 მგზავრი, ისრაელიდან ჩამოფრინდა 166 მგზავრი“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები