1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება

დღეიდან 28 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები