1 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

32 დაღუპული და დანგრეული 15 სახლი - თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

სამაშველო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს ამ წუთებში ყირგიზეთში, ავაიკატასტროფის ადგილას. შემთხვევას ბოლო ინფორმაციით, 32 ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ვერსიით, Turkish Airlines-ის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი დაშვებისას ბიშკეკის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა.

ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად დანგრეულია 15 სახლი. დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

დაღუპულია ასევე თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოთხივე პილოტი. მძიმე ტრავმებითა კლინიკებში 8 ადამიანია გადაყვანილი.

Turkish Airlines-ის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი ჰონგ-კონგი-ბიშკეკის რეისს ასრულებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები