1 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ნატო ვაჩნაძის ფონდი პრემია „ელისოს” წარმოგიდგენთ

პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო

ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, 14 ივნისს

ლიმიტირებული ნომინაციებით გაიმართება.  „ელისოს” გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

ნატო ვაჩნაძის ფონდის და პრემია  “ელისოს” მთავარი პარტნიორები არიან  თეგეტა,  თეგეტა ქარსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე  სარაჯიშვილი, გალფი და სხვა.

„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023

წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი

კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია

ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ

კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს

პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში პრემიის დაფუძნების იდეა ჯერ კიდევ 1981 წელს გაჩნდა.

„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ

კარგავს აქტუალობას - ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული

თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ

ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი

პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. აღსანიშნავია ისიც, რომ

ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა

ანდრონიკაშვილია.

ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ

შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია

ჯუღელი. საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო

კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და

გამარჯვებულებს გამოავლენს.


„მიხარია რომ წელს, ნატო ვაჩნაძის 120 წლის აღსანიშნავად ასეთი ღონისძიების ჩატარებას

მოვახერხებთ. გურჯაანში ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე წლებია სახალხო

დღესასწაულს აღნიშნავენ და სწორედ ამ დღესასწაულს გვინდა შევმატოთ კინო

მნიშვნელობა, რომელიც ამ დღის აღნიშვნის საწყისი იყო და ბოლო დროს თითქოს გაქრა.

წლევანდელი წელი უფრო პრეზენტაციაა იმისა, თუ როგორი იქნება პრემია „ელისო”

მომავალში. თუმცა დღევანდელ დღეს, რამდენიმე პროფესიონალის ხელშეწყობაც კი

მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, - ნატალია ჯუღელი, ნატო ვაჩნაძის ფონდის ერთ-ერთი

დამაარსებელი.

წელს პრემია „ელისო” სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო

მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით

დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.
ღია კონკურსი 12 აპრილს გამოცხადდება და პირველ მაისს დასრულდება.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა

ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე

კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:10

    თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით აქსელი საერთაშორისო...

    2024 წლის 30 ივნისს აქსელი, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, თიბისი სტარტაპერთან,  EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari...

  • 14:14

    TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის...

    ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისი USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“.  პროექტის მეორე ეტაპზე, სრულად დაფინანსებუ...

  • 12:04

    დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტო...

    ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი - „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია  ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრან...

  • 15:29

    თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ზაფხულის შეთავაზ...

    თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 26 და 27 ივნისს,  შესაძლებლობა აქვთ, იშოპინგონ და დაიბრუნონ  გადახდილი თანხის 30% Yamamay, Tezenis, Calzedonia, Roniko, Optimist, Kenari და Torreli-ის ქსელურ...

  • 12:22

    ZEG - Tbilisi Storytelling Festival ...

    ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 110-ზე მეტ მომხსენებელსა და 800-მდე სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალის მომხსენებლებს შორის იყვნენ: მარია რესა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვ...

  • 12:19

    რა გავლენა აქვს ტემპერატურის ცვლილებას ავტომობილის...

    ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილმა ყველა ის საჭირო სერვისი მიიღოს, რაც უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილების გარანტიაა. ზაფხულის დადგომა ავტომობილის რამდენიმე დეტალზე განსა...

  • 17:36

    „თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების...

    ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა - ამ საკითხებზე „თეგეტა აკადემიაში“ დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. ...