1 8 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი და ველი ქალების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

მარტი ქალების მხარდაჭერის თვეა. თიბისიმ და ველიმ ძალები გააერთიანეს, რათა მხარი დაუჭირონ ქალ მეწარმეებს როგორც გაყიდვების გაზრდაში, ისე საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზაციაში.  ამ მიზნით 20, 21, 22 მარტს ყველას, ვინც თიბისის  ნებისმიერი VISA ბარათით ქალი მეწარმეებისგან პროდუქციას VELI.store-ზე შეიძენს, დახარჯული თანხის 25 % უკან დაუბრუნდება.

აქციაში ის კომპანიები ჩაერთვებიან, რომლებიც ქალების მიერაა შექმნილი, მათ შორის არიან: „RECKLE$$“ - ჯენზი თაობისთვის შექმნილი ტანსაცმელი, mood.o - განსხვავებულ თემატიკისა და დიზაინის სახლის სუფრები, „ანწლიშოპი“ - ორიგინალური კედლის კალენდრები.

საკანცელარიო ნივთების ბრენდი „აწლიშოპი“ 3 წელია არსებობს, ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა, რადგან აქციის შედეგად ცნობადობის და გაყიდვების გაზრდას ელოდება.

„საკანცელარიო ნივთებს ვამზადებთ და ვყიდით, ყველაფერი საქართველოში დამზადებულია, „ანწლიშოპი“ იყო ერთერთი პირველი, რომელმაც ისეთი კედლის კალენდრების დამზადება დაიწყო, სადაც ყველაფერი შეგიძლია ჩაინიშნო. პირველად ფაბრიკის საშობაო ბაზრობაზე გაგვიცნო მომხმარებელმა, შემდეგ კი ველიზე დავიწყეთ გაყიდვები. ამ ტიპის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ცნობადობის კუთხით, ისე მომხმარებლის კუთხით, რადგან ხალს ახალისებს ასეთი აქციები,“ - ანანო ნეფარიძე „ანწლიშოპის“ დამფუძნებელი.

„mood.o არის სახლის ნივთების ბრენდი, რომელსაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვაკეთებ.  ჯერჯერობით ვებგვერდით არა გვაქვს, ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე ვიყავით და უცებ ამხელა მხარდაჭერა დაგვეცა. ზოგადად, ჩვენი ბრენდის ველიზე ყოფნას საოცარი შედეგები მოაქვს და ახლა ამას თიბისისგან 25 %-იანი ქეშბექიც დაემატა, რაც ჩემი აზრით, ძალიან წაახალისებს მომხმარებელს. ზოგადად მჯერა, რომ როდესაც ქალები უდგანან გვერდში ქალებში, იქ სასწაულები ხდება“, - ნინი ჩიქოვანი, mood.o-ს დამფუძნებელი.

„ძალიან საინტერესო აქცია წამოიწყეს თიბისიმ და ველიმ.   ზოგადად საქართველოში  ჭირს საცალო გაყიდვები და ბრენდები  ვცდილობთ, რომ საბითუმო გაყიდვებზე ვიყოთ ორიენტირებული, რაც იქნება მამოძრავებელი ძალა ჩვენი ბიზნესისთვის.

მაგრამ ველიმ, კლასიკური e-commerce-ის გამოყენებით, შეძლო ძალიან საინტერესო პლატფორმის შექმნა არა მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის. ამიტომ ჩვენ  სიამოვნებით ვთანამშრომლობთ მასთან, მეტიც, ველი განსაკუთრებით უყვართ ახალგაზრდებს და „რექსლესიც“ ძალიან კარგად ჩაჯდა ამ პლატფორმაზე.

ამ აქციის ფარგლებში კი, რომელიც გრძელდება სამი დღე, შეიქმნა სივრცე, სადაც ერთად თავმოყრილია საინტერესო პროდუქტები, რომლის უკანაც ქალები დგანან“, - სალომე გველესიანი, „რექლესის“ დამფუძნებელი.

VELI.store-ზე დაგხვდებათ „ქალების მხარდაჭერის ველი“, სადაც უამრავი ქალი მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქცია გაიყიდება. თიბისის VISA ბარათით ყიდვის შემთხვევაში კი დახარჯული თანხის 25 % უკან დაგიბრუნდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:10

    თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით აქსელი საერთაშორისო...

    2024 წლის 30 ივნისს აქსელი, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, თიბისი სტარტაპერთან,  EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari...

  • 14:14

    TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის...

    ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისი USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“.  პროექტის მეორე ეტაპზე, სრულად დაფინანსებუ...

  • 12:04

    დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტო...

    ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი - „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია  ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრან...

  • 15:29

    თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ზაფხულის შეთავაზ...

    თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 26 და 27 ივნისს,  შესაძლებლობა აქვთ, იშოპინგონ და დაიბრუნონ  გადახდილი თანხის 30% Yamamay, Tezenis, Calzedonia, Roniko, Optimist, Kenari და Torreli-ის ქსელურ...

  • 12:22

    ZEG - Tbilisi Storytelling Festival ...

    ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 110-ზე მეტ მომხსენებელსა და 800-მდე სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალის მომხსენებლებს შორის იყვნენ: მარია რესა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვ...

  • 12:19

    რა გავლენა აქვს ტემპერატურის ცვლილებას ავტომობილის...

    ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილმა ყველა ის საჭირო სერვისი მიიღოს, რაც უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილების გარანტიაა. ზაფხულის დადგომა ავტომობილის რამდენიმე დეტალზე განსა...

  • 17:36

    „თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების...

    ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა - ამ საკითხებზე „თეგეტა აკადემიაში“ დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. ...