0 4 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს

 Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს, - რუსული RTVI-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიას ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გეგმაში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი.

„დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, - განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები