0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,, ასეთი უსირცხვილობა და ხალხის ფეხებზე დაკიდება რამდენი უნდა მოისმინო.. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი, რომელზეც ყველაზე ხშირად გაუბედურებული ხალხი რეკავს გახდა ფ ა ს ი ა ნ ი"

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი  სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ასეთი უსირცხვილობა, უნამუსობა და ხალხის ფეხებზე დაკიდება რამდენი უნდა მოისმინო, მაგრამ ეს ისეთი ცალკე დიდი სიდამპლეა, რომ აი საერთოდ არაფერი ახსნა არ აქვს ! ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი, რომელზეც ყველაზე ხშირად, რანაირი გაუბედურებული ხალხი რეკავს, კი მიხვდებით, გახდა ფ ა ს ი ა ნ ი. მაგალითისთვის - ამწამს დავრეკეთ, მე-7-ე წუთზე გვიპასუხა ოპერატორმა, 4 წუთი გველაპარაკა და 3ლარი ჩამოგვაჭრეს ))) ეხლა ჩვენგან, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დაკავშირება ასე ხდება - ადამიანს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, ჩემთან ზარს უშვებს, მერე ვურეკავ და მეუბნება რა პრობლემა აქვს და რისი გარკვევა უნდა, მერე მე ვრეკავ ცხელ ხაზზე და ინფორმაციას მეუბნებიან. მერე ისევ მე ვურეკავ ამ ადამიანს და ვეუბნები რაც გადმომცეს სამინისტროდან. ასე უნდა გაგრძელდეს? კვირაში ორჯერ დარეკვა რომ დასჭირდეს და თითო დარეკვა 5 ლარი დაუჯდეს, ეგ ფული გაყავით და გაიხსენეთ რამდენი დაუწესეთ ადამიანს საარსებო მინიმუმი, რომელიც ისევ თქვენთან დარეკვაში უნდა დაეხარჯოს.

რაო, ზარი უფასო რომ იყო, ბევრი საცოდავი რეკავდა და შეგაწუხეს? ტელეფონზე ანგარიში კი არა, ზოგს ტელეფონიც რომ არ აქვს, ეს ხალხი ხომ არ გაგვეყარა საერთოდ ქვეყნიდან ჰა? ტელეფონში აღარ გესმით ამათი ხმა და ბარემ სულ გავაჩუმებდით.

უსირცხვილობაა ეს! მშიერი და უბედური ადამიანებისთვის პირის ამოკერვა, ხმის ჩაწყვეტა და ყველა სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანის შეურაცხყოფა.

დათვალეთ ჯერ, რამდენი სოციალურად დაუცველი გყავთ სულ ქვეყანაში, რამდენს სტატუსი არ აქვს, ან შეჩერებული აქვს და იმის მიხედვით მიხვდებით რამდენს უნდა დარეკვა და ვერ რეკავს ! გააუქმეთ ეს სამარცხვინო ფასიანი ზარი! ადამიანების დაცვის სამინისტროა თუ ნდობის ტელეფონი, არ გრცხვენიათ მაინც?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები