2 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,სქესს საქართველოში გავიგებთ"- ნუკი კოშკელიშვილი 4 თვის ფეხმძიმეა

27 წლის ნუკი კოშკელიშვილი და 39 წლის ბენი ჩაიმი  პირველ შვილს ელოდებიან. ტელეწამყვანი და ფოტომოდელი  4 თვის ფეხმძიმეა.

ამის შესახებ ნუკიმ ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია, შემდეგ კი ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

„ზაფხულში გადავწყვიტეთ, შვილი გვყოლოდა. უკვე ორი წელია ერთად ვართ და ბავშვიც გვინდოდა, თუ გამოვიდა, გამოვიდა, თუ არა და არსად გვეჩქარება-თქო, ვამბობდით. მოლოდინი კი გვქონდა, მაგრამ მაინც არ ველოდით , რომ ასე სწრაფად დავფეხმძიმდებოდი, ამიტომ ძალიან გაგვიხარდა.


სქესი ჯერ არ ვიცით. ჩვენ განსაკუთრებული ხერხით გვინდა სქესი გავიგოთ და ეს საქართველოში უნდა მოხდეს. ჯერჯერობით ამერიკაში ვართ, მალე ვაპირებთ ჩამოსვლას" - ამბობს ნუკი.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები