1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბერა: "მინდა, რომ ყველა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია საჩუქრად გადავცე პირველ არხს"


   ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც პირველი არხის მიერ „ჯი-დი-ეს“-ის კუთვნილი აპარატურის დაქირავების თემას ეხმაურება.

  ბერა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით ყველას. ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ „ჯი-დი-ეს“-ის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. 

საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც „ჯი-დი-ეს“-ი შეიძინა ტელეკომპანია „იმედმა“, ტექნიკის გარკვეული ნაწილი, რომელიც კინოგადაღებებისთვის გამოიყენებოდა, ნასყიდობის ხელშეკრულების მიღმა დარჩა. ჩემთვის ამ ტექნიკის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და მის შესახებ სწორედ ამ აჟიოტაჟის წყალობით შევიტყვე. 

მე არც ტენდერის შესახებ ვიცოდი და ცხადია, რომ ამით მატერიალური სარგებლის მიღება ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა. 

და ბოლოს, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს ტექნიკა, რომელიც არ სჭირდება ჩემს სტუდიას, სამაგიეროდ სჭირდება პირველ არხს, მინდა, რომ ეს ტექნიკაც და ყველა სხვა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია და არ სჭირდება კინოსტუდიას, საჩუქრად გადავცე პირველ არხს“,- ნათქვამია ბერა ივანიშვილის მიერ „ფეისბუქით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები