1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გახსოვთ რა დავმართეთ პრეზიდენტ გამსახურდიას? მდგომარეობა ახლაც ძალიან მძიმეა… არ მოვითხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას? გუშინ იყო ზვიადი და ხვალ იქნება მიშა” | გიორგი კაპანაძე

 

 

“ეს არ არის პოლიტიკური გზავნილების მატარებელი აქცია. 

 

ეს არის ჰუმანიტარული აქცია, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ ქართული ოცნების ოფისთან სიტყვით გამოსვლისას, სადაც დღეს პოლიტიკოსები, ექიმები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. 

 

“გახსოვთ რა დავმართეთ პრეზიდენტ გამსახურდიას? მდგომარეობა ახლაც ძალიან მძიმეა… არ მოვითხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას? გუშინ იყო ზვიადი და ხვალ იქნება მიშა... 

 

არის საჭირო მოქმედება? ვიმოქმედოთ. არის საჭირო აქციის ორგანიზება? დავაორგანიზოთ. გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე” - განაცხადა გიორგი კაპამაძემ, რომელმაც სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. 

 

“მიიღეთ გადაწყვეტილება, კანონიდან და სამართლიანობიდან გამომდინარე, რათა მიეცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილს, გადარჩეს” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ, რომელიც მიიჩნევს რომ თუ ტრაგედია მოხდება, პირადად იქნება პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი. 

 

“მიიღე გადაწყვეტილება რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკურნალობა გააგრძელოს სხვა ქვეყანაში, რადგან ტრაგედია რომ დატრიალდეს, ისტორიული შეცდომა რომ განმეორდეს, პირადად და პერსონალურად იქნები პასუხისმგებელი” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ ბიძინა ივანიშვილის მისამართით, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...