1 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავდასხმები განხორციელდება საქართველოსა და ბელარუსის მთავრობებზეც – Anonymous

გავლენიანი ჰაკერული დაჯგუფება, რომელიც ბოლო პერიოდში რუსულ სამთავრობო ვებსაიტებსა და მედიასაშუალებებს თიშავს, წერს, რომ კიბერთავდასხმა, რუსეთის მხარდაჭერის გამო, ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება.

“თავდასხმები განხორციელდება ბელორუსის და საქართველოს მთავრობებზეც, ჩვენი ყველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მათგანს დიდი ალბათობით გავასაჯაროებთ. შეტევები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც გაგრძელდება. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა”, – წერს ანონიმუსი ტვიტერზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები