2 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა დახურული კითხვები წლების განმავლობაში - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებაზე განცხადება გააკეთა. 

„რვა წლის წინ უკრაინელებმა არჩევანი გააკეთეს, ბევრმა სიცოცხლე გაწირა ამისთვის. რვა წლის შემდეგ უკრაინა მუდმივად უნდა ითხოვდეს ევროპული პერსპექტივის აღიარებას? 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა განაცხადოს და ქმედებებით გაამართლოს, რომ ეს ასე არ არის? არ უნდა თქვას ევროკავშირმა დღეს: „ჩვენი მოქალაქეები დადებითად უყურებენ უკრაინის კავშირში გაწევრიანებას“? რატომ ვერიდებით ამ კითხვას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს?

ჩვენ დავიცავით ჩვენი მიწა 16 თებერვალს, დავიცავთ პირველ მარტსა და 31 დეკემბერს. ჩვენ სხვა თარიღები უფრო გვჭირდება. ეს ნატო-საც ეხება. გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით, აუტსაიდერებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს ჩვენი ნახვა არ სურს, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელი. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა დახურული კითხვები წლების განმავლობაში.

უსაფრთხოების სისტემა ნელია. ისევ შეფერხებაა გლობალურ დონეზე სახელმწიფოების ეგოიზმის, თავდაჯერებულობის, უპასუხისმგებლობის გამო. შედეგად არის ზოგიერთის დანაშაული და სხვების გულგრილობა. გულგრილობა, რომელიც თანამონაწილედ აქცევს. სიმბოლურია, რომ სწორედ აქ ვსაუბრობ ამაზე. თხუთმეტი წლის წინ რუსეთმა თავისი განზრახვა გამოაცხადა, შექმნას გლობალური უსაფრთხოება. რა თქვა მსოფლიომ? – დამშვიდება. შედეგი? – ყირიმის ანექსია და აგრესია ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, გაერო, რომელმაც მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა დაიცვას, თავის თავს ვერ იცავს.

„როდესაც მისი წესდება ირღვევა, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი გაერო-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის ტერიტორიის ანექსირებას ახორციელებს, ყირიმის პლატფორმა, რომლის ფორმატი და მიზანია ყირიმის დეოკუპაცია და ყირიმელთა უფლებების დაცვა, თავად გაერო-ს მიერაა იგნორირებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები