0 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმიანი წინადადებები ყურადღებით განიხილეთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი თავის მიმართ. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. ახლობლების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ. 

კურო
ყველაფერში იყავით დაკვირვებული. განსაკუთრებით, როცა საქმე საბუთებს ეხება. არავის ანდოთ ფინანსური საკითხების მოგვარება. სხვა დღისთვის გადადეთ დღეს დანიშნული პაემანი. 

ტყუპი
მეტად დაისვენეთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანების მიმართ. უთქვენოდ გარეშმო ყველა მოწყენილია. ზოგიერთს "ერთი ნახვით" შეყვარება ელის. 

კირჩხიბი
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. კონკურენტებთანაც კი მეგობრული უნდა იყოთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

ლომი
მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. მათთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. მუშაობისას ყურადღება გმართებთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები. საღამო რომანტიკას დაუთმეთ. 

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმიანობას. მეტად დაისვენეთ და ნერვულ სისტემას გაუფრთხილდით. იზრუნეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. საღამო შვილებთან ერთად გაატარეთ. 

სასწორი
ახალ საქმიანობაში ჩართვას შემოგთავაზებენ, რაც მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად გამოავლინეთ ყურადღება და სიყვარული. 

მორიელი
სამსახურში უამრავი საქმე გელით, გამორიცხული არაა გვიანობამდე მოგიწიოთ დარჩენა. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, რათა დაძინება შეძლოთ. სხვა დღისთვის გადაიტანეთ დღეს დაგეგმილი რომანტიკული პაემანი. 

მშვილდოსანი
თქვენი პროექტები წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სიყვარული და მზრუნველობა არ მოაკლოთ საყვარელ ადამიანს. ნუ გადაღლით ორგანიზმს, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. 

თხის რქა
სანამ თავად არ ამუშავდებით, გარშემო არაფერი შეიცვლება. პირად ცხოვრებაში სიფრთხილე გმართებთ, რა გირჩევნიათ მართალი იყოთ, თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავდეთ?.. დაიწყეთ ჯანსაღი წესით ცხოვრება. 

მერწყული
მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღებით მიუდექით. სხვა დღისთვის გადაიტანეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულება. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. არ იშიმშილოთ დიეტა, ექიმთან შეთანხმებით შეიდგინეთ. 

თევზები
მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით კარიერაში. კოლეგების აღიარებას მოიპოვებთ. მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკული ურთიერთობით გაანებივრეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები