0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ის არის ერთადერთი, რომელიც მე მჭირდება"- მარიონ კოტიარი ფეხმძიმედაა

მარიონ კოტიარი ფეხმძიმედაა, ფრანგი მსახიობი თავის ბოიფრენდისგან მეორე შვილს ელოდება. ინფორმაცია დასავლურ ტაბლოიდებზე დღეს გამოჩნდა,რამაც გააქარწყლა ეჭვი იმის შესახებ,რომ  კოტიარი და ბრედ პიტი ერთად არიან. შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პირის განქორწინება ფრანგ მსახიობს მას შემდეგ დაუკავშირეს, რაც კოტიარმა და პიტმა ფილმ  "მოკავშირეებში”  ერთად ითამაშეს. 

"ეს იქნება ჩემი პირველი და ერთადერთი რეაქცია ახალ ამბავზე,რომელმაც ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო. პირველ რიგში ვიტყვი იმას,რომ მე შევხვდი ჩემი ცხოვრების მამაკაცს რამდენიმე წლის წინ, ჩემი პირველი ბიჭის მამას.ჩვენ ეხლა მეორე შვილის მოლოდინში ვართ. ის არის ჩემი სიყვარული,საუკეთესო მეგობარი და ის ერთადერთი, რომელიც მე მჭირდება. და ბოლოს, მე  ანჯელინას და ბრედს დიდ პატივს ვცემ,ამიტომ ვუსურვებ მათ იპოვონ სიმშვიდე ამ მძიმე მომენტში,"-განაცხადა მარიონ კოტიარმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები