0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქართულ ბაზარზე ამერიკული ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’ გამოჩნდა

ს.ს "ქართული ლუდის კომპანიამ’’ ახალი ენერგეტიკული სასმელის "Rad Rain’’ - ის წარმოება დაიწყო.
"ჩვენი მიზანი იყო ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის, სანდო პროდუქტი მისაღებ ფასად. მოგეხსენებათ, რომ „ზედაზენმა“ უკვე შესთავაზა მომხმარებელს ამერიკული კომპანიის Royal Crown Cola-ს გამაგრილებელი სასმელი RC Cola, რომელმაც საკმაოდ ღირსეული ადგილი დაიკავა ქართულ ბაზარზე. სწორედ RC Cola-ს პოპულარობამ და გაყიდვების ოდენობამ გვიკარნახა შემდეგი ნაბიჯები - ამჯერადაც გადაწყვეტილება მომხმარებლის სასარგებლოდ იქნა მიღებული. კომპანიამ ჩათვალა, რომ ენერგეტიკული სასმელის მომხმარებელი ნამდვილად იმსახურებდა "Rad Rain’’-ს. სასმელი, რომელიც შეგიწყობთ ხელს მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, მოახდინოთ ფოკუსირება მნიშვნელოვან საკითხებზე ან უბრალოდ დაიკმაყოფილოთ წყურვილის გრძნობა.’’ - განაცხადა კომპანია "ზედაზენის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ლანა ტატიშვილმა.
"ეს არის ამერიკული წარმოების, კიდევ ერთი ახალი ენერგეტიკული სასმელი "Rad Rain’’- ი, რომელიც თავისი მაღალი ხარისხის გამო, ვფიქრობ რომ საკმაოდ კონკურენტული იქნება ქართულ ბაზარზე. მე ვიტყოდი, რომ ეს არის მაქსიმალურად კომფორტული ბრენდი მომხმარებლისთვის როგორც მოცულობით, დიზაინით, შემადგენლობით, ასევე ფასით.“- განაცხადა ს.ს "ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა. მისივე თქმით კომპანია აგრძელებს მომხმარებლზე ზრუნვას და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს - "ქარხანაში საკმაოდ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის მონტაჟი მიმდინარეობს, ეს არის ასეპტიკური ხაზი, რომელიც გათვალისწინებულია ნატურალური წვენების წარმოებისთვის’’.
შეგახსენებთ, რომ "Rad Rain’’-ი ცნობილი ამერიკული კომპანიის Royal Crown Cola-ს ერთერთი ბრენდია, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის. 2016 წლის მაისიდან ს.ს "ქართული ლუდის კომპანია’’ საქართველოში
"Rad Rain’’ -ის ოფიციალური მწარმოებელი გახდა. ახალი ენერგეტიკული სასმელი "Rad Rain’’- ი ხელმისაწვდომი იქნება 250 მლ.-იანი ქილის შეფუთვით და მისი სავარაუდო ღირებულება იქნება 1 ლარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები