0 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თქვენი იდეებით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. ზოგიერთს საინტერესო საქმიანობას შესთავაზებენ. საღამოს საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და რომანტიკით აგავსებთ. 

კურო
დილიდან დადებითი განწყობა შეიქმენით. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, გაანებივრეთ გემრიელობებით. 

ტყუპი
გრანდიოზული იდეების განხორციელება მოგინდებათ და თუ ხელს არაფერი გიშლით, ამოქმედდით. მხარდაჭერას უფროსისგანაც იგრძნობთ. საღამოს მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ. 

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანი ელის. რომანტიკის გამო სამსახურის საქმეებს ნუ მოსცდებით. 

ლომი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. სამსახურში დაასრულეთ დაწყებული საქმეები; საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მდიდრულ რესტორანში გაატარეთ. 

ქალწული
წარმატებისთვის ხელს არაფერი გიშლით; განსახორციელებელი იდეები გაქვთ, კოლეგებიც დაგეხმარებიან; თქვენ ისღა დაგრჩენიათ, უხელმძღვანელოთ ყველას და ყურადღებით იმოქმედოთ. 

სასწორი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. მათგან უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებთ. საღამოს ოჯახის წევრები გემრიელობებით გაანებივრეთ. 

მორიელი
დღეს ორგანიზატორული, ლიდერული ნიჭი უნდა გამოავლინოთ. კოლეგები დაგეხმარებიან და ჩანაფიქრის განხორციელებას მარტივად შეძლებთ. ზოგიერთმა გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან და მოითხოვეთ ხელფასის მომატება. 

მშვილდოსანი
ენერგიული და პოზიტიურად განწყობილი ხართ. დაასრულეთ დაწყებული საქმები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, დაუმეგობრდით უფროსს, რომელიც სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. 

თხის რქა
უფროსი დილიდან უამრავი საქმის შესრულებას დაგავალებთ. იყავით ყურადღებით, რათა არაფერი გამოგრჩეთ. გაინებივრეთ საკუთარი თავი გემრიელობით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
თუ დაკვირვებულად და მშვიდად იმუშავებთ, ყველაფერს მოაგვარებთ. ოჯახის წევრები გემრიელობით გაანებივრეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

თევზები
ცნობისმოყვარე ხართ და დღეს იმაზე მეტს გაიგებთ, ვიდრე ელოდით. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაციაც იყოს და ჭორიც. საქმეების გამო სამსახურში გვიანობამდე მოგიწევთ დარჩენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები