0 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პროკურატურამ მაგდა პაპიძის ტელეფონში შემავალი სმს-ები გამოაქვეყნა

   მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის პროცესზე დაიკითხა სამხარაულის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ყოფილი ექსპერტი გელა კვიტანძე, რომელმაც მაგდა პაპიძის და მისი მეგობარი მამაკაცის ოთარ ბერძენიშვილის მობილური ტელეფონების ექსპერტიზა ჩაატარა.

  ექსპერტის განცხადებით, მაგდა პაპიძის ტელეფონში შეისწავლა კონტაქტები, ზარები, ტექსტური შეტყობინებები, ვაიბერის და მესინჯერის მიმოწერა. ასევე ვიდეო და ფოტოგამოსახულებები.
” ანალოგიური შევისწავლე ოთარ ბერძენიშვილის ტელეფონშიც. აუდიო ვიდეო და ფოტომასალა ჰაბიდოსკოპიურ ექსპერტიზას გადავეცი კვლევისათვის. მე კი დანარჩენ მასალებზე დასკვნა დავდე”,-განაცხადა გელა კვიტანძემ.

  პროკურორმა პროცესზე მაგდა პაპიძის ტელეფონიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის შეტყობინებები გაასაჯაროვა. ომარ ქაფიაშვილის მიერ მაგდა პაპიძის ტელეფონზე მკვლელობამდე 1 თვით ადრე გაგზავნილი იყო ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ერთად გადაღებული ე.წ სელფი და ომარ ქაფიაშვილის შეტყობინება მეუღლისადმი – “თოკოს და ომარს უყვარხარ გულში”. მაგდა პაპიძისგან პასუხი დაბრუნებული არ იყო, რის შემდეგაც კვლავ ომარ ქაფიაშვილი წერდა მეუღლეს – “დიდხანს უნდა იყო ეგრე და ზედ არ მიყურო”.
ამ წუთებში პროცესზე ბრალდების წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. სხდომაზე ნაფიცი მსაჯულებიც დაბრუნდნენ. პროკურატურა დღესვე ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დაკითხვას გეგმავს, რითაც საკუთარ მტკიცებულებებს ასრულებს.

ხვალიდან დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მათი მოწმეების დაკითხვა დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები