0 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

22 ივნისი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიგააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, უფროსთან. საქმიანი შეხვედრები მეგობრულ გარემოში ჩაატარეთ. მეტი ყურადღება გმართებთ დაწყებული პროექტების მიმართ. 
კუროსანამ სხვების პრობლემების მოგვარებას შეუდგებით, ჯერ საკუთარს მიხედეთ. კოლეგები თქვენი დახმარების წყალობით ჯილდოს მიიღებენ; თქვენ კი შენიშვნას - შეუსრულებელი პირადი საქმეების გამო. 
ტყუპიახალი ვაკანსიის, პარტნიორების მოძებნის, ახალ სამსახურში გადასვლის დღეა. თუ ახალ პროექტში შემოგთავაზებენ ჩართვას, უარი არ თქვათ. დაწინაურების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ
კირჩხიბიკოლეგებთან პირად ცხოვრებაზე ნუ ისაუბრებთ. აგრეთვე, სამსახურიდან ნუ ეცდებით საოჯახო საკითხების ტელეფონით მოგვარებას. უფროსს შეუმჩნეველი არ დარჩება თქვენი "საქმიანობა".
ლომიდაეხმარეთ გარშემო მყოფებს რთული საკითხების მოგვარებაში. მეტი ყურადღება გმართებთ დაწყებული პროექტების მიმართ. გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. 
ქალწულისაინტერესო დღე გელით, - შეიძლება ან ახალი საქმიანი პარტნიორი გამოგიჩნდეთ, ან კოლეგასთან გააბათ რომანი. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის; მოგზაურობის დასაგეგმავად. 
სასწორითუ კარდინალური ცვლილებებისთვის ხართ მზად, პირველი ნაბიჯებისთვის მოემზადეთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად, თუ, რა თქმა უნდა, გააზრებული გაქვთ თქვენი პოზიცია. 
მორიელისიახლეების დღეა, ცვლილებების შეტანა მოგიწევთ დღის განრიგში, სამსახურში. შეიძლება ახალი პარტნიორები, კოლეგები გამოგიჩნდნენ. თავიდანვე კრიტიკულად ნუ განეწყობით. 
მშვილდოსანიდღეს მნიშვნელოვან საკითხებზე სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რასაც დღესვე მოაგვარებთ. საღამოს კარგია ცურვა, იოგა. 
თხის რქამოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. წაუკითხავ ხელშეკრულებას ხელს ნუ მოაწერთ. ცხელ გულზე ნუ გაწყვიტავთ კავშირს დიდი ხნის მეგობრებთან, კოლეგებთან. 
მერწყულიპოზიტიური მოვლენებით, სიახლეებით დატვირთული დღე გელით. შეიძლება სწორედ ოთხშაბათს მოხდეს ის, რასაც დიდხანს ელოდით. თუ მივლინება ან მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი, ბილეთები დღეს შეიძინეთ. 
თევზებიგაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კლიენტებთან და პარტნიორებთან. ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ ის საქმე, რომელშიც დიდი შრომა ჩადეთ. მორიდების გარეშე მიიღეთ შექება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები