0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მოწმის ინფორმაციით, ოთარ ბერძენიშვილი მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა

მოწმის ინფორმაციით, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობის დღეს ოთარ ბერძენიშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ამის შესახებ მოწმემ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

მოწმემ, რომელიც ოთარ ბერძენიშვილის დის ქმარია, 2015 წლის 19 დეკემბრის ღამე გაიხსენა. მოწმემ აღნიშნა, რომ მკვლელობის ღამეს ოთარ ბერძენიშვილმა მას დაურეკა და მისვლა სთხოვა. 

"ღამის საათებში დამირეკა ბერძენიშვილმა, მითხრა, ხომ არ გძინავსო, მე ვუპასუხე, არა-მეთქი. მითხრა, თუ შეგიძლია ჩამოდიო. ჩავედი ოთარის სახლთან. მითხრა, რომ მეგობარმა დაურეკა და თუ შემეძლო, ქვედა უბანში მასთან ერთად ჩასვლა. შემდეგ შეგვხვდა "ლუკოილის" გამყიდველი და დარაჯი. კორპუსთან რომ გავჩერდით, მათ გვითხრეს, რომ მამა-შვილია დაღუპულიო. შემდეგ ჩავედით შემთხვევის ადგილზე და დაგვხვდა სასწრაფოს და პატრულის მანქანა და გვამები. როცა მივედით შემთხვევის ადგილზე. ჩამოვედით მანქანიდან, ამ დროს ოთარი მანქანასთან იდგა, შემდეგ მე მანქანაში ჩავჯექი. ოთარიც ჩამიჯდა მანქანაში. მთხოვა ტელეფონზე დამარეკინეო, რადგან ანგარიშზე არ ჰქონდა. ვისთან და რაზე ილაპარაკა არ გამიგია, იმიტომ, რომ მანქანიდან გადავიდა. ციოდა და მე შუშები აწეული მქონდა", - აღნიშნა მოწმემ.
interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები