0 6 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" ჩემთან ცხოვრობს" - ცეკვავენ ვარსკვლავების რომელ მონაწილესთან აქვს რომანი რატი გაჩეჩილაძეს?

მოცეკვავეებს რატი გაჩეჩილაძესა და კარინა ლისენკოს რომანი აქვთ. ურთიერთობის შესახებ მათ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრეს:

 

რას იტყვით გავრცელებულ ხმებზე, რომ რატი გაჩეჩილაძესა და კარინა ლისენკოს შორის რომანტიკული ურთიერთობაა?

 

რატი: მოწონების პროცესში ვართ, ჩვენი სიყვარული საწყის ეტაპზეა. პროფესიულ მომავალზე უფრო მეტს ვფიქრობთ, გვინდა, როგორც წყვილმა, ბევრ წარმატებას მივაღწიოთ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კარინა სამუდამოდ საქართველოში დავტოვო.

 

კარინა: თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რა იქნება და რამდენად გასერიოზულდება ჩვენი ურთიერთობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

რატი: რომანტიკული მამაკაცი ხართ?

 

რატი: ცოტა-ცოტა.

 

კარინა: თავისებურად რომანტიკულია. პირველად კინოში რომ დამპატიჟა, კისერზე სათამაშო მაიმუნჩამოკიდებული მოვიდა და მითხრა, ეს შენიაო.

 

რატი: განსხვავებული რაღაცები მიყვარს. გოგოსთვის ყვავილების ჩუქებას მირჩევნია ორიგინალური რაღაც მოვიფიქრო, კარინასაც მოსწონს, რომ ბანალურ სიურპრიზებს არ ვუწყობ.

 

კარინა ჩემთან ცხოვრობს, მთელი დღე ერთად ვმუშაობთ და სახლშიც ერთად ვართ. ჩემს სახლში კარინამ დიდი სიხალისე შემოიტანა, განსაკუთრებით დედაჩემს გაუხარდა, მას ხომ სახლში ბევრი მამაკაცის მოვლა-პატრონობა უწევს.

 

ოჯახის საქმეები ძალიან ეხერხება, მაგრამ ჩემზე გემრიელ საჭმელს მაინც ვერ აკეთებს.

 

კარინა, რატის ოჯახის წევრებთან როგორ ააწყვეთ ურთიერთობა?

კარინა: ძალიან სწრაფად მივეჩვიე. საერთოც ძალიან ბევრი გვაქვს. პირველად რომ რატიმ სახლში მიმიყვანა, ისე ვნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ თვინოს საერთოდ არ ვსვამ ცოტა დავლიე. რატის ძალიან კარგი მშობლები ჰყავს.

 

რატი შეუდარებელი მზარეულია, ჭკუას ვკარგავ მის გაკეთებულ საჭმელებზე. ეს ამზადებს, მე ჭურჭელს ვრეცხავ.

 

რატი: კარინას ოჯახს მალე გავიცნობ, როდესაც დრო გვექნება აუცილებლად ჩავალთ უკრაინაში.

 

ჟურნალი "სარკე"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები