0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ევა ბარბაქაძე ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება

შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ექიმის განმარტებით, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე და ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება. 
"დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები და შედეგების მიხედვით გადაწყდება შემდგომი მკურნალობა. ამჟამად პაციენტი ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ არის. დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ამას ვერ გეტყვით", - განაცხდა ნანი ყავლაშვილმა. 
მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
შორენა ბეგაშვილის შვილი, რომელიც 15 წლამდე ასაკისაა, გუშინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.http://rustavi2.com/ka/news/42821

კომენტარები

მსგავსი სიახლეები