0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ირლანდიელი ფერმერები შიშველი რიანას წინააღმდეგ

ჩამოტვირთვა

ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ცნობილი ამერიკელი მომღერლის, რიანას, ახალი კლიპის გადაღებები მიმდინარეობდა, ფერმერებმა პროტესტი გამოთქვეს და გადაღებების შეწყვეტა მოითხოვეს. საქმე ისაა, რომ ახალ ვიდეოში რიანა ნახევრად-შიშველი, ბიკინების ამარა, უნდა გადაეღოთ. გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, მუშაობა ფერმერისგან ნებართვის აღების შემდეგ დაიწყეს. თუმცა როგორც ფერმის მეპატრონემ განაცხადა, მან რიანას შესახებ არაფერი იცოდა, ხოლო როდესაც გადასაღებ მოედანზე, მომღერალი ნახევრად-შიშველი შენიშნა, აღნიშნული ფაქტი მიუღებლად ჩათვალა. ალან გრეჰემი, ვისი ფერმის ტერიტორიაზეც კლიპის გადაღებები მიმდინარეობდა, ადგილობრივი პროტესტანტული პარტიის წევრი და, როგორც თავად ამბობს, ღვთის სიტყვის მიმდევარია. სწორედ ამიტომ ფერმერის პროტესტი არავის გაკვირვებია. წარმოშობით ბარბადოსელ, „არ-ენ-ბი“ შემსრულებელ, რიანას, საკუთარი ალბომების 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული, რის გამოც ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად ითვლება. 6 წლის განმავლობაში, ბილბორდ-ჩარტების ლიდერი რიანა უკვე ათჯერ გახდა. 23 წლის მომღერალი ოთხი გრემის, ოთხი ამერიკული მუსიკალური ჯილდოსა და ბილბორდ-მუსიკის ცერემონიის თვრამეტი ჯილდოს მფლობელია. ცოტა ხნის წინ, მომღერალი ბარბადოსის საპატიო ელჩადაც დანიშნეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები