0 4 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიოში Covid-ის ახალი შტამი „დელტამიკრონი“ გამოვლინდა - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც ევროპასა და ამერიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დელტამიკრონი გამოჩნდა. 

მისი თქმით, ახალი შტამი დელტასა და ომიკრონის ჰიბრიდია. ამიტომ მას, პირობითად „დელტამიკრონი“ ჰქვია.

„ომიკრონის ტალღა დაღმავალია. მეკითხებიან, დამთავრდა პანდემია? ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს. კორონავირუსმა რამდენჯერმე გამოავლინა განახლების და ახალი შტამის შექმნის უნარი. დაფიქსირებულია ახალი შტამი, სულ ცოტა 17 ავადმყოფს დაუდასტურდა უკვე, აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.

ეს შტამი არის ჰიბრიდი უკვე დავიწყებული დელტასი და ომიკრონის. პირობითად, მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე ან მსუბუქის მიმდინარეობის იქნება. მას აქვს ომიკრონის სპაიკ ცილა, სპაიკ პროტეინი, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სიჩქარეზე. სტრუქტურული ცილები კი აქვს დელტასგან. ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი (გადამდებლობა) და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე ინფორმაცია არ არის, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. რთულია ამის თქმა ჯერ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები